about the book

GEORGIA

AFTER THE COLLAPSE OF THE SOVIET UNION

Georgia After the Collapse of the Soviet Union examines the country’s political, economic, and social transformation after gaining independence in 1991. It traces Georgia’s journey from post-Soviet instability and internal conflict to democratic reforms and efforts to build a modern economy.

The book also explores the geopolitical pressures shaping Georgia’s future, including tensions with Russia and key events such as the Rose Revolution and the 2008 war, highlighting the nation’s ongoing struggle for sovereignty and stability.

წითელთმიანი გოგონას რეცეპტები

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც უდროობისა და სამზარეულო სიძნელეების მითებს ერთიანად დაამსხვრევს, რადგან წითელთმიანი გოგონას რეცეპტები მარტივია და სწრაფად მზადდება.

წითელთმიანი გოგონა არ არის მზარეული. წითელთმიანი გოგონა თანამედროვე, მუდამ გადარბენებზე მყოფი, საქმიანი ადამიანია, რომელსაც, წესით, სამზარეულოსთვის დრო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ასე არ არის. წითელთმიან გოგონას უყვარს სტუმრები, სახლი, სამზარეულო და უყვარს იმ მარტივი რეცეპტების მომზადება, რომლებიც დედამიწის ზურგზე მოგზაურობისას შეუგროვებია, თავის პატარა წითელ რვეულში ჩაუნიშნავს და თავადვე გამოუცდია.

წითელთმიანმა გოგონამ თავისი წითელი რეცეპტების რვეული დღეს წიგნად აქცია, რადგან გადაწყვიტა, რომ თავისნაირ საქმიან, თანამედროვე, სულ გადარბენებზე მყოფ ადამიანებს თავისი წილი გემოვნება გაუზიაროს და სამზარეულოში ფუსფუსი შეაყვაროს.

ცისნამი საყვარლიშვილი - წითელთმიანი გოგონას დღიური

ცისნამი საყვარლიშვილი დაიბადა 1987 წლის 25 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. 2004 წელს დაამთავრა ქ. თელავის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

2013 წელს დაამთავრა ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (მაგისტრატურა).

2010-2012 წლებში მუშაობდა ქ. პრატოს (იტალია) მერიის საემიგრაციო სამსახურში კულტურულ მედიატორად. ფლობს ორ უცხო ენას: ინგლისურსა და იტალიურს.

2018 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის კურსები.

ჰყავს მეუღლე – გერმანელი ბარონი ალექსანდრე პიტერსი, Von Malsen-Ponickau. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი – ირაკლი შიოლაშვილი. ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში.

GET IN TOUCH WITH US

Social Icons