გამარჯობა, ეს მე ვარ!

როდესაც წერას იწყებ, არ იცი რა მოჰყვება ამ ამბავს, კრიტიკა თუ მოწონება?! გარანტირებული არც ერთი გაქვს და არც მეორე. არც გამბედაობისთვის შეგაქებს ვინმე, ხოდა მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც წერ, იმიტომ რომ ამის სურვილი გაქვს და ეს გაბედნიერებს.

გამარჯობა, ვინც მიცნობთ თუ არ მიცნობთ მე, ცისნამი ვარ, წიგნის მთავარი პერსონაჟი. მითხრეს აუცილბელია მთავარი მოქმედი გმირის აღწერაო და მეც ვიწყებ, რაოდენ კარგად გამომივა თავად შეაფასედ.

ეს იყო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ წითელი ხუჭუჭა, წელამდე თმები მქონდა. აი, ისეთი, ქუჩაში გავლისას ყველა რომ გაჩერებს და გეუბნება: "რა ლამაზი თმები გაქვს". ხოდა შენც ბედნიერებისგან თავს ნაზად შეაქანებ, რომ გრძლემა თმამ მხრებზე ტალღოვანი მოძრაობა დაიწყოს. მახსოვს სკოლაში, ჩემს უკან მჯდომი კლასელი ბიჭი სულ თმებს მიწვალებდა ხოლმე და ამის გულისთვის ვჩხუბობდით. აწვალებდა თუ ეფერებოდა ახლაც ვერ გავიგე, მაგრამ წარმოუდგენელი იყო დაგენახა ჩემი თმა და აღფრთოვანება არ გამოგეხატა. საყვარელი ბებია მეტყოდა ხოლმე, ქალი თმებით ფასობს და შენი ერთი სილმაზე შენი თმებიაო. ახლაც გრძელ თმებს ვატარებ, მაგრამ არა წელამდე, თან ბუნებრივი სიწითლე ხელოვნურმა ქერამ შეანაცვლა.

მინდოდა თუ არ მინდოდა ყველაგან გამოვირჩეოდი. როგორც უკვე ვთქვი, გრძელი ლამაზი თმებით და თვალში შესამჩნევი სიმაღლით, 180 სმ. თვალები თაფლისფერი, სულ რომ ციმციმებს, მოუსვენარი, არასდროს რომ არ ისვენებს. ახლა მემგონი ცოტა სევდა შეეპარა, თუმცა ისევ ძველებურად ჟუჟუნებს. მსუქანი არასდროს არ ვყოფილვარ, თუმცა არც ისეთი გამხდარი ვიყავი, რომ ძვლები დამტყობოდა. მსუბუქად შევსებული სხეული, ულამაზესი დეკოლტე და დიდი კიდურები.

ბავშვობიდანვე ძალიან მხიარული ვიყავი, ყველგან და ყველაფერში ვხედავდი ჩემს ბედნეირებას. სულ ვმღეროდი, ჭრიჭინასავით და ვაყრუებდი არე-მარეს. სიმღერის გარდა იმდენი ლაპარაკი მიყვარდა, უფრო სწორედ მიყვარს, რომ ზოგჯერ შეიძლება მოსაბეზრბელიც გავხდე. აი, მაგალითად გაკვეთილზე მასწავლებელს არ ვაცდიდი ახსნას, სულ პირში ვუვარდებოდი, ვეკამათებოდი. უნივერსიტეტში კი ერთი სული მქონდა როდის ჩამოვაგდებდი ლექტორებს ტრიბუნიდან და მე დავდგებოდი მათ ადგილას. წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს და შესაბამისად სალაპარაკოც ბევრი მიგროვდება ხოლმე. ძალიან მიყვარს ცხოვრება, თავისუფლება, ადამიანები, მხატვრული ლიტერატურა, პოლიტიკა და სამზარეულოში ტრიალი.

ხოდა ასე წითელთმებგაშლილი, ყელმოღერებული დავდიოდი და სულ რაღაცაზე ვოცნებოდი, სულ რაღაცაზე ვფიქრობდი. სწავლა, კარიერა, საყვარელი საქმე და წარმატება. ვერასდროს წარმოდვიდგენდი, რომ ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ასაკში შევქმნიდი ოჯახს. ჩემთვის პრიორიტეტი იყო კარიერა და შემდეგ ოჯახი. თუმცა როდესაც "სიყვარული" გეწვევა, თავბრუს დაგახვევს და თავს დაგაკარგინებს, ცხოვრებისეული გეგმებიც ინაცვლებს.

GET IN TOUCH WITH US

Social Icons