ჩავედი, როგორც იქნა, მარადიულ ქალაქ "რომში" და ორი ღერი იტალიური არ ვიცი. მხოლოდ სამი საყვარლი სიტყვა: " ჩაო, დანტე ალიგიერი, დელ-პიერო. "
- Do you speak in English?
ღმერთო ჩემო, ამ დალოცვილ მიწაზე არავინ საუბრობს ინგლისურად.
- Ciao, Dante Alighieri, Allessandro Del Peiero, love them!
- Ciao bella, Ciao! :))))

იმ ღამეს საშინლად დაღლილი ვიყავი. მკერდმა ძალიან შემაწუხა, სულ მთლად სველი მქონდა ბიუსალტერი. შხაპი მივიღე და ცხელი წყლის ქვეშ ხელით ვიწველავდი რძეს. ოჰ, მხოლოდ ქალმა იცის რამხელა ტკივილია მკერდში დაგროვილი რძე, რომელიც გიხეთქავს ყველაფერს. ათი დღე ცუდათ ვიყავი, ვიღას ახსოვდა იტალია, დანტე ალიგიერის ინსტიტუტი, სადაც იტალიური ენა უნდა შემესწავლა. ო, ღმერთო ჩემო, რა ტკივილები გადავიტანე. საშინლად ვბორგავდი, არ ვაძინებდი ჩემთან ერთად მყოფ ქართველ ქალებს. სიცხისგან ვბოდავდი და ვამბობდი, ჩემი ირაკლის სახელს. მტკიოდა მთელი სხეული, მკერდი გახეთქვაზე მქონდა. რისთვის, რატომ, რატომ? ნუთუ ამას ვიმსახურებდი ცხოვრებისგან?!
ფლორენცია, მსოფლიოში ყველაზე ულამაზესი ქალაქი და ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები.
ჩემი ცხოვრება გაგრძელდა და საკმაოდ წარმატებულად. ერთ წელში იტალიური ენის სერთიფიკატი ავიღე, B2 დონე, ორი საგანიც, "საჯარო სამართალი" და "სოციოლოგია" 9 კრედიტიანები ჩავაბარე, რადგან მათ გარეშე ფლორენციის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ვერ გავხდებოდი. ჩემი ტვინი მოტივირებული იყო მხოლოდ სწავლაზე და მუშაობაზე. ვიცი ახალგაზდრები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ უცხო ქვეყანაში, მაგრამ ენის დონეების გამოცდებს ვერ აბარებენ და ბევრი დრო სჭირდებათ შესასწავლად. მე კი ზუსტად ერთ წელში ისე დავამხეცე იტალიური, რომ დანტეს "ღვთაებრივი კომედია" ორიგინალში წავიკითხე. ცოტა კი მიჭირდა, რადგან საკმაოდ განსხვავდება თანამედროვე იტალიური ენისგან, დაახლოებით იგივე სირთულითაა დაწერილი, როგორც ჩვენი შოთას "ვეფხისტყაოსანი".
მუშაობა და მუშაობა, ფულის დაგროვება, წინ და უკან სირბილი, პრატო, ფლორენცია, ათასჯერ გამოცვლილი სამსახური. სულ მაგდებდნენ სამსახურიდან, რადგან სწავლის გამო ხან ვაგვიანებდი, ხან რა და ხან რა. ბოლოს ერთი ღვთისნიერი ოჯახი შემხვდა, სადაც ძალიან საყვარელ ქალბატონ "ლედას" ვუვლიდი, რომელიც უფლებას მაძლევდა რომ თან მესწავლა.
პრატო ინდუსტრიული ქალაქია და მთელს იტალიაშია ცნობილი, რადგან იქ უამრავი ფაბრიკა - საწარმოებია. სწორედ იქ გავატარე ოთხი ლამაზი წელიწადი. ფლორენციასთან ძალიან ახლოსაა და სულ არ მიჭირდა მატარებლით "ნოვოლში" ჩასვლა, სადაც ჩემი ფაკულტეტის კორპუსები იყო განლაგებული.
იცით რა მაგრად ვსწავლობდი? ყველა ბოღმას და დარდს სწავლაში ვახრჩობდი, დებატებში, დისკუსიებში. ლექციაზე ლექტორებს არ ვაცლიდი საუბარს. სულ იმას ვნატრობდი ჩამომეგდო ტრიბუნიდან და მათ ადგილას მე ვმდგარიყავი.
მალე მთელ "პოლიტიკურ სკოლას" ( "Cesare Alfieri " ) შევუყვარდი, ჩემი აქტიურობითა და უაზრო ღიმილით. იტალიელებს ხომ მეტიც არ უნდათ, ერთს გაუღიმებ და ყველას უყვარხარ. :))))