#საქანელა
ძალიან მამაცი ბავშვები ვიყავით, მე და ჩემი კლასელი, ბავშვობის მეგობარი, Tamuna Maisuradze. საქანელაზე ერთად ვქანაობდით ხოლმე, ბაღის ეზოში და იმხელაზე ვაქანებდით, რომ ლამის ცას ვწვდებოდით. ვინც გვიყურებდა მათ ეშინოდათ, ჩვენ კი ძალაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, მიდი და მიდი, ვაქანებდით ჟანგიან საქანელას. 😀
როგორც მახსოვს ბოლო ექსკურსიაზე რომ ვიყავით, ბორჯომ-ბაკურიანში, იქ ლიკანში, კოტეჯებთან, დიდი საქანელა იყო და დიდხანს ვქანაობდით, მე და თამუნა.
"გეყოფათ გოგო, არ ჩამოვარდეთ,"- გვეუბნებოდა საყვარელი ლია მასწავლებელი, თუმცა ვინ უსმენდა?! ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ქანაობას, უშიშრად და ვცდილობდით ძალიან მაღლა ავსულიყავით, სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა.
ახლა მატრო ვაქანავებ საქანელას და უცებ, ჩემს თვალწინ ბავშვობის ამ ეპიზოდმა გაირბინა. ჩემდაუნებლიედ თვალებზე ცრემლები მომადგა და ყელში ბურთი გამეჩხირა. 😥 მომენატრა ბავშვობა, ბავშვობის მეგობრები, ჩემი კლასელები, თანატოლები და მათთან ერთად ყოფნა მომინდა.