2017 წლის 8 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატში, კერძოდ სტეიტენ აილენდზე, "თბილისობა" გაიმართება, სადაც ყველა ქართველ ემიგრატს შეუძლია იზეიმოს თბილისობის დღესასწაული. "https://tsisnami.blogspot.com" ღონისძიების ორგანიზატორს - ვანო გოდერძიშვილს დაუკავშირდა, რომელიც უფრო ფართოდ ისაუბრებს, ამ საკითზე.

გამარჯობა ცისნამ. იდეა მოვიდა თბილისისა და იმ სიხარულის მონატრებიდან
რომელსაც თბილისობის დროს განვიცდიდი საქართველოში. მე და შორენას დიდი ხანია ჩაფიქრებული გვქონდა გრანდიოზული ღონისძიების ჩატარება და უკვე დროა განვახორციელოთ ჩვენი გეგმები, ამ კუთხით.
ჩვენთან ერთად თბილისობის ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობს ნიუ იორკში ახლად შექმნილი ორგანიზაცია "Georgian Union," რომლის ხელმძღვანელობამაც სურვილი გამოთქვა გვერდით დაგვდგომოდა, როგორც საორგანიზაციო საქმეებში, ასევე ფინანსურად. "Georgian Union"-ის თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმითა და ძალისხმევით გვეხმარებიან, ამ დიდი პროექტის შექმნაში.
2. რას სთავაზობთ ქართველ ემიგრანტებს და მოწვეულ სტუმრებს?
იქ მობრძანებული სტუმრები და მონაწილეებიც ერთნაირად ვიზეიმებთ თბილისობას, რომელიც თავისი მაშტაბით აღემატება ყველა იმ ღონისძიებას, რაც კი აქამდე ჩატარებულა ნიუ იორკში, ქართველების მიერ. ველოდებით 2000 -ზე მეტ სტუმარს.
3. რამდენ საათიანი პროგრამა გაქვთ და რა იქნება წარმოდგენილი?
მონაწილეობას ღებულობს ყველა ქართული და რამოდენიმე არაქართული სიმღერისა და ცეკვის სკოლა-სტუდიები და ჯგუფები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესმენები ნიუ იორკიდან,
ნიუ ჯერსიდან, პენსილვანიიდან, კალიფორნიიდა, სხვადასხვა შტატებიდან და ასევე კანადიდან. იქნება ქართველი წარმატებული მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ფოტოები გადაიღონ ქართულ ნაციონალურ კოსტუმებში. იქნება ბავშვებისათვის გასართობი კუთხე. 10 ქართული რესტორანი მოემსახურება სტუმრებს და ისინი იქვე მოამზადებენ და გაყიდიან ქართულ უგემრიელეს კერძებს. ასევე წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე სპორტული სკოლა, ჩატარდება მცირე შეჯიბრებები ჭიდაობაში, გაიმართება მინი ჩემპიონატი ნარდში. "ფესვების" სტუდიის ჭადრაკის პედაგოგი - ბატონი ავთანდილ ჩანადირი წარმოგვიდგენს თავის მოსწავლეებს, რომლებიც ეთამაშებიან მსურველებს სტუმრებს შორის. იქნება ველოსიპედების კუთხე, სადაც მსურველები უფასოდ აიღებენ და ველოსიპედით ისეირნებენ, სპეციალურ ტროტუარზე. ამოვავლებთ ჩურჩხელებს, ამოვიყვანთ ყველს, დავწურავთ ყურძენს.
ყოველ 1 საათში ერთხელ, ერთ-ერთ კუთხეში გაიმართება ქართული ცეკვების 15 წუთიანი მასტერ კლასები, მსურველებს შეეძლებათ მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობა ქართულ ცეკვაში, სხვადასხვა მოძრაობებში. ( ძალიან სახალისო იქნება ).
დილის 10 საათიდან 2 საათამდე იქნება შერეული კონცერტი, სადაც ყველაფერი ეს იქნება წარმოდგენილი. სპორტული სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარდგენა. 2 საათიდან 4:30 მდე კი იქნება კონცერტი, სადაც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ცოცხალი ბენდები და სოლისტი შემსრულებლები.
4:30 დან 6 საათამდე კი იქნება DJ რომელთან ერთადაც დაუკრავს ცოცხალი ბენდი და შეასრულებს ქართულ მელოდიებს ახლებურ სტილში ექსპრომტად.
რაც მთავარია არ იქნება არანაირი პოლიტიკური განცხადებები და ლოზუნგები!!!
4. რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დღესასწაულზე აპირებენ მოსვლას?
თბილისობაზე მოსვლის მსურველებს ვეტყოდი რომ მოემზადონ დიდი ზეიმისათვის, მათ ელით არაჩვეულებრივი დღე, შესანიშნავ თბილისურ გარემოში. წამოიყვანონ ამერიკელი მეგობრები და გააცნონ მათ ქართული კულტურა, ხელოვნება, სპორტი და სხვა მრავალი ღირებულებები.
5. "Admission" უფასოა თუ გარკვეული თანხა არის გადასახდელი?
ჩვენ არ შეგვიძლია დავაწესოთ დასწრების კონკრეტული ღირებულება. ამიტომ როგორც მთელს ამერიკაში არის მიღებული, ჩვენც ასე გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა. "ADMISSION" 5$ რაც ნიშნავს იმას რომ ბილეთი კი არ გაიყიდება, არამედ ერთგვარი შესაწირი იქნება 5 დოლარი ან მეტი, სურვილის მიხედვით.
მოგეხსენებათ თბილისობა ჩატარდება პარკის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი საზღვრები არ არის გავლებული და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ ღობეების გავლებას. არ მგონია ვინმემ ის $5 დაზოგოს :) ( იღიმის ).
6. საქველმოქმედო სახე ხომ არ აქვს ამ ღონისძიებას?
მთელი დღის განმავლობაში კიდევ ექნებათ სტუმრებს საშუალება, რომ მატერიალური დახმარება გაუწიონ ჩვენი ეკლესიის მშენებლობას. ამის გარდა რათქმაუნდა ამ ღონისძიებას საქველმოქმედო დატვირთვაც აქვს. შემოსული თანხის ნახევარი გადაეცემა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდს.
7. ორიოდე სიტყვა გვითხარით თქვენს სპონსორებზე?
რაც შეეხება სპონსორებს შემიძლია ვთქვა რომ ვინმე ერთი ან ორი კონკრეტული სპონსორი არ გვყავს, მაგრამ ბევრი ორგანიზაცია და კერძო პირია დაინტერესებული იმით, რომ თბილისობის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.
ფინანსური დახმარება ბევრმა აღგვითქვა, ამიტომ ჩამოთვლას ამ ეტაპზე ვერ შევძლებ, რადგან ჯერ კიდევ არ დასრულებულა დაფინანსება. დასრულებისთანავე გამოვაქვეყნებთ მათ სიას ვინც თბილისობის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას.
9. მომავალშიც თუ აპირებთ მსგავსი უმაღლესი დონის ღონისძიებას და ერთჯერადი ხომ არ იქნება?
თბილისობა აუცილებლად შეიძენს ტრადიციულ ხასიათს და მომდევნო წლებში უკვე საქართველოდან მოვიწვევთ ვარსკვლავებსა და სხვადასხვა ანსამბლებს. ჩვენ კიდევ უფრო გრანდიოზულ პროექტებს შევთავაზებთ ქართველ ემიგრანტებს. ჩვენ ( ვანოსა და შორენას ) არაერთხელ გვითქვამს ხმამაღლა ჩვენი სათქმელი ნიუ იორკში და ამჯერად ჩვენი ხმა ულამაზეს თბილისს უნდა მივაწვდინოთ და კიდევ ერთხელ გამოვუტყდეთ სიყვარულში.
ასე ბედნიერად დავასრულეთ საუბარი ვანო გოდერძიშვილთან. მაშასე, ძვირფასო ემიგრანტებო შევხვდებით 8 ოქტომბერს თბილისობაზე.

ფოტოზე: ვანო გოდერძიშვილი და შორენა ბარბაქაძე.