რას შევცვლიდი ჩემს ქვეყანაში?

სიმართლე გითხრათ ამაზე ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ვფიქრობდი, რადგან ყოველთვის მინდოდა უკეთეს ქვეყნააში გვეცხოვრა. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, სასწალო პროგრამის გარდა მიყვარდა დამატებითი წიგნების კითხვა და შესაბამისად რაღაც წარმოდგენა მაშინვე მქონდა ქვეყნის მართვასა და სახელმწიფოზე.

ჩემის მხრივ ათ პუნქტად ჩამოვაყალიბებ თუ რას შევცვლიდი, ჩვენს ქვეყანაში.

1. პირველ რიგში მენტალურ რევოლუციას მოვახდენდი, რადგან ჯერ ბევრი გვაქვს საბრძოლველი იმისათვის, რომ არამარტო ქვეყანა არამედ პიროვნებებიც დამოუკიდებლები გახდნენ. ფორმალურად დამოუკიდებლები ვართ, თუმცა ნამდვილი თავისუფლებისაგან შორს ვართ. სიცოცხლე კი თავისუფლების გარეშე წარმოდგენელია. ჩვენი მენტალიტეტი არ არის თავისუფალი, ისევ მონურია, საბჭოურია. სულ გვინდა რომ ვიღაცაზე ვიყოთ დამოკიდებული და გვაქვს იმის რქმენა, რომ ვიღაც მხსნელი მოვა, გადაგვიხდის ვალებს, იბერიას გააბრწყინებს და ა. შ. ყველა ახალგაზრდას ჩავუნერგავდი რომ იყოს დამოუკიდებელი, თავად შედეგეს პიროვნებად, სხვათა ჩარევის გარეშე.

2. მეორე რასაც გულწრფელად გავაკეთებდი არის, სიყვარულზე საუაბრი. ის რაც შეძლო და გააკეთა ნელსონ მანდელამ. " არავინ იბადება სიძულვილის გრძნობით და თუ შენ სიძულვილი უკვე ისწავლე, სიყვარულსაც ისწავლი, რადგან სიყვარული უფრო ახლოს არის ადამიანის გულთან." ადამიანებს გულწრფელად უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და იზრუნონ ერთმანეთზე. არ მინდა ძალიან იდეალისტური გამოვიდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ჩემი საყვარელი სიტყვებია: " Spread The Love. "

3. მესამე რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას არის ეკონომიური განვითარება. მესმის რომ 3 მილიონიანი მოსახლეობა ვერ განახორციელებს დიდ ინვესტიციებს, რადგან ჩვენი ეკონომიკის მაშტაბი მცირეა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკის იმ დარგის განვითარება, რომელიც არის წარმოება. ფული უნდა ჩაიდოს წარმოებაში, დასაქმედეს ხალხი და გაჩნდეს სამუშაო ადგილები. შემდეგ შევხვდებით ასეთი სახის პრობლემას. კარგით გავხდით მწარმოებელი ერი, რა ვუყოთ ამდენ პროდუქტს, როცა ჩვენი ბაზარი ასეთი მცირეა? ამისთვის არსებობს სამი გზა. გზა პირველი - ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, გზა მეორე - რუსეთის ბაზარზე გასვლა, გზა მესამე - ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზე გასვლა. ეს ყველაფერი რეალისტურია, თუმცა ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. პირველ რიგში კონკურენციას შევუწყოთ ხელი, დავიცვათ მომხმარებლის უფლებები და გავხდეთ მაღალკონკურენტუნარიანები. საქართველო აუცილებლად უნდა მოექცეს ევროკავშირის ეკონომიურ სივრცეში.

4. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი ოკუპანტია. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ამისთვის საქართველოს მთავრობამ მთელი მსოფლიო უნდა ააწრიალოს და ფეხზე დააყენოს. მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით, დაყოლიების პლიტიკით შეგვიძლია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ "ნატოსა" და "ევროკავშირის" წევრი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტერიტორიებსაც მაშინ დავიბრუნებთ. ამ ყველაფერს კარგი დიპლომატიური ურთიერთობები სჭირდება. სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია.

5. მისახედია და მოსაგვარებელია განათლების სისტემა. "Education First", კენედის აქვს კარგად ნათვამი, ქვეყნის განვითარების პროცესი დამოკიდებულია განათლებაზეაო. რაც მეტი განათლებული ადამიანი ეყოლება ქვეყანას მით მეტად საღად მოაზროვენე აზრი იარსებებს. გაუნათლებლობა და სიბნელე ღუპავს ერს!

6. დღევანდელ მთავრობას შევცვლიდი არჩევნების გზით. ჩამოვაყალიბებდი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ქართველი ემიგრანტებისა და ახალგაზრდებისგან იქნებოდა შემდგარი და ყველანი ერთად ვიბრძოლებდით სიახლეების დანერგვასა და ქვეყნის განვითარებაზე. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი შრომა, ენერგია და ფული. სამწუხაროდ ეს უკანასკენლი არ მაქვს საკმარისი, თუმცა შეუძლებელი არაფერია და მაგასაც მოვახერხებ.

7. ქვეყანას ნებისმიერ სფეროსა და საკითხში სჭირდება კარგი მმართველი, საუკეთესო ხელმძღვანელი, მენეჯერი. აუცილებელია ხელი შევუწყოთ პროფესიონალიზმს და ერთხელ და სამუდამოდ არა ვუთხრათ "ნეპოტიზმს." პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანების დასაქმება და არა ნათესავ-მეგობრებისთვის კარიერის აწყობა.

8. ყველა პოლიტიკოსი თანაგრძნობით მოეკიდოს სხვა ადამიანების იდეებს, აზრებს და პატივი სცეს თითოეული ამომრჩევლის სურვილს. ზოგადად, ადამიანებმა პატივის სცენ სხვათა აზრს, თუნდაც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ. პირველ რიგში პატივს უნდა ვცემდეთ ადამიანს, ინდივიდს, პიროვნებას და არა მის სოციალურ სტატუსს! ამას შევცვლიდი ჩემს ქვეყანაში. მთავრობა იქნება ეს, სახელმწიფო თუ მედია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანია მთავარი და არა მისი სტატუსი!

9. ვიზრუნებდი ბავშვებსა და მოხუცებზე. ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ სიყვარული, თანადგომა და მოფერება. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი მომავალი და მოხუცებს კი კეთილი სიბერე. აუცილებლად გავზრდიდი პენსიებს და მათ ტკბილ სიბერეს ვაჩუქებდი.

10. და ბოლოს, რაც მთავარია ქვეყანას ვასწავლიდი ღიმილს და ვეტყოდი, რომ გულწრფელი ღიმილით მსოფლიოს დაიპყრობენ. გაიღიმეთ ხალხო, ეს ხომ ყველაზე ადვილია.

GET IN TOUCH WITH US

Social Icons